წინა უიკენდის წინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ცხოველების ქურქებისგან და ტყავებისგან შეკერილი ტანსაცმლის გაპროტესტება იმის ფონზე, რომ ხორცს ვჭამდი, საკმარისი არ იყო. ამ ჩვევაზე უარის თქმის შესაძლებლობა იმ შაბათსვე მომეცა, როდესაც EVE Online-ის ქართველი მოთამაშეები მორიგ ჭამა-სმაზე შევიკრიბეთ. ჩემდა გასაკვირად, საერთოდ არ გამიჭირდა გარშემო შემოლაგებული სხვადასხვა ფორმის და სახეობის ხორცეულის ცდუნების გამკლავება და მხოლოდ ლობიანით და კარტოფილით დაკმაყოფილება.
ასე დავიწყე ვეგეტარიანიზმის კვირა, რომელიც დღეს შესრულდა. ამ კვირის განმავლობაში ჩემი დანა-ჩანგლიდან დისტანციაზე ჩაიარა ქაბაბებმა, თევზებმა, კიევურმა კატლეტებმა (აი ტერემოკის კიევურთან გამოთხოვება განსაკუთრებულად ძნელი აღმოჩნდა) და სხვა მსგავსმა გემრიელობებმა, თუმცა ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური სირთულე მორიგი ნაცნობის მიერ ჩემს ვეგეტარიანიზმზე ღადაობით ნასროლი ფრაზის შესაბამისი მორიგი საღადაო პასუხის მოფიქრებაა. აი რამდენად ადვილი იქნება ამის გაკეთება რამდენიმე კვირის/თვის გასვლის შემდეგ, როცა სადმე ხორცეულის მივიწყებული სურნელი მომხვდება, რთული სათქმელია. ჩემი წარმოდგენით, დაახლოებით ისეთივე რთული უნდა იყოს, როგორც გაზაფხულზე ახლად კურტკაგახდილ გოგოებში მოხვედრა და სექსზე უარის თქმა.
გოგოებზე და უარის თქმაზე გამახსენდა – ქუჩაში უკვე ნახევარი წამი მყოფნის მდედრებზე ქურქების შესამჩნევად და მაშინვე აბსოლუტური უარყოფითი რეაქცია მიჩნდება ყველაზე მომხიბლავ ეგზემპლარებზეც კი; ესეც ამ პროცესის თანმდევი მომენტია ალბათ. ეგ კიარა, ნაშური ფოტოშუტების საიტებიდან მოსულ RSS განახლებებშიც ქურქიანი/ტყავიანი გოგოების ფოტოებზეც პროტესტს ვგრძნობ.
ყველაზე სახალისო ალბათ ის იქნება, უხორცობის გამო კოცნის/სექსის დროს კბენა რომ დავიწყო ქვეცნობიერად. ერთი-ორი სუბიექტი კი ვიცი კარგი გასასინჯი ტუჩებით ^.^

ფინალი მომეწონა განსაკუთრებით :))
კაია,არ ჭამო ხორცი,მეხსიერება გაგიუმჯობესდება..
მეკიდე მითხრეს ცუდია რო არ ჭამ, დაგაკლდება საჭირო რაღაცეებიო : /
au mec minda vegetarianeloba chemi principebidan gamomdinare, magram xorci dzalian miyvars, ai organizmi mtxovs xolme :D shen ki keep going :))
ხო, კომანტარები კი იქნებოდა, საქართველოში ხო ისეთი “მურთაზი” ხალხი ცხოვრობს მწვადის გარეშე რა აზრი აქ მაგაც ცხ-ს…. ^^
მე ვერასოდეს ვიქნები ვეგეტარიანელი :)
უბრალოდ, ხორცში ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერებებია. კვერცხსაც არ ჭამ თუ როგორაა? ნუ, კვერცხი ანაზღაურებს ნაწილობრივ…
ჰოდა, ცხოველების ხოცვას რაც შეეხება, მე ამ ფაქტის წინააღმდეგი ვარ, რამდენადაც ბუნებას ვაყენებთ ზიანს. ძვირფასი ბეწვეულის გამოა, რომ უამრავი ცხოველი გადაშენების პირასაა.
ჰოდა, მურთაზები და საქართველო არაფერ შუაშია კიდევ :):) საქართველოს გარეთაც ჭამენ სტეიკს და ბარბექიუს :)
აღარც კვერცხს ვჭამ )
სანამ დროა გადაიფიქრე თორემ…. მე არ შემიძლია ხორცის გარეშე არსებობა,აი ეგეთი ანგელოზი ვარ.
აი, კვერცხის აკრძალვის ლოგიკა უკვე საერთოდ აღარ მესმის :) ყველა კვერცხი ხომ არაა გამოჩეკვაუნარიანი, რატომ აფუჭებ? :) თანაც, ცილები და პროტეინები ხომ უნდა მიიღო საიდანმე, რაღა ასე მკაცრად დაიწყე თავიდანვე. ეგრე ზოგიერთები რძის პროდუქტებსაც არ იღებენ…
ისე, ადამიანი ხორცისმჭამელი ცხოველია, არ ყოფნის მხოლოდ ბალახი :)
კვერცხს მანამდეც მაინცდამაინც არ ვჭამდი და არც მინდება ხოლმე. ისე ჩვენთან არ ვიცი და ინდუსტრიულ ქვეყნებში კვერცხის წარმოებაც სასტიკია ფრინველების მიმართ: http://bit.ly/xHbSL8
ჩვენთან სრულიად ბუნებრივი გზებით და კანონზომიერად დებენ ფრინველები კვერცხს… აჰ, წარმოუდგენელია ჩემგან ეგ, არც პრინციპები მაქვს სამაგისო და შესაბამისად, სურვილიც… შენ წარმატებები, თუ ეგრე გაქვს გადაწყვეტილი :)
მადლობა.