Victoria’s Secret-ის წლევანდელმა შოუმ ვერაფრით მომხიბლა – აშკარად ჩანდა ორგანიზატორების არასწორი არჩევანი გოგოების დიდ ნაწილში, შოუს თემატურად დაყოფის იდეის უინტერესობა და სხვა სისუსტეები. თუმცა იყო ერთი, რაშიც მათ ასი პროცენტით ზუსტი არჩევანი გააკეთეს.
კარლი კლოსის არაამქვეყნიურად შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემები და სქესის გაბედული პოზირებით და გამოხედვით ხაზგასმა მთელი წლის განმავლობაში ანათებდა ედიტორიალებიდან და ჟურნალების ფოტოსესიებიდან. მისი შოუში არ-წაყვანა ისეთივე შეცდომა იქნებოდა, როგორსაც ევროპული საზოგადოება ჯულიან ასანჟის ჯერ შვედეთში, შემდეგ კი ამერიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაუშვებს. საბედნიეროდ, ნახსენები ედიტორიალების და კამპანიების გვერდები VS-ის გუნდმაც გადაფურცლა და კლოსი ალბათ მაშინვე მონიშნეს, როგორც ეფექტური იარაღი.
კარლის გამოსვლა შოუს მეოთხე ნაწილს ხურავს და თანაც როგორ – მისი სიარული ნაშურობის ყველაზე სრული, მასშტაბური და ეფექტიანი დემონსტრაციაა. პოდიუმი რომ ცოტა უფრო გრძელი ყოფილიყო, სთრეით მამაკაცებს გულის არითმიას გამოგვიწერდა.
3:20

ყურება მინდა(
ვერ უყურებ?
სადაა რო? ვერ ვიპოვე სრული ვერსია რომ ჩავუჯდე.
პოსტში ჩავდე ამ ნაწილის ვიდეო და დანარჩენები იუთუბზე ყრია.