
კაი ხანი ვიფიქრე, ჩემი საყვარელი ფილმების სიაში შემეტანა თუ არა ეს კინო. ერთი მხრივ, ტიპიური ჰოლივუდური საგმირო-სენტიმენტალური ნაშრომია და ჰოლივუდური ფილმები მაღიზიანებს. მეორე მხრივ, ჩემთვის ყველაზე საინტერესო პერიოდის და ადგილის შესახებ ყვება, დრამატულია (რაც შუა საუკუნეების პერიოდს შეეფერება) და მთავარი მსახიობებიდან ევა გრინი და კიდევ 1-2 კაცი ძალიან კარგად თამაშობს.
სამწუხაროდ ორლანდო ბლუმზე იგივე შთაბეჭდილება არ დამრჩა – გარეგნულად არაფერი უშავს, მაგრამ ემოციურ ამბავში მაინცდამაინც არ გავს შუა საუკუნეების მებრძოლს. სახის გამომეტყველება და ლაპარაკი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ძალიან უნდა მაქსიმალურად ჭკვიანის შთაბეჭდილება დატოვოს, თან ყველასთან ერთნაირად ლაპარაკობს – მეფესთან, მამასთან, სიბილასთან და მტერთანაც.
მუსიკაც ძალიან სერიოზულ ემოციურ ფონს ქმნის და დეტალებიც (ფოთლების/ნაყოფის ცვენა ტყეში, გამომშრალი მიწიდან ასული უზარმაზარი მოცულობის მტვერი, შუა საუკუნეების რკინის ჭურჭლის ფაქტურა და ა.შ.) ზუსტ სახეს აძლევს ფილმს. მაგარია მოკლედ.
P.S. პოსტერზე ეს “From the director of Gladiator” მაღიზიანებს საშინლად :mad:
Venaci Spirit wheels, Full Body kit, 20×9.5+20×11,HKS, Falken
აღარ ვიცი სად წავიღო დორბლი.
დაემატა ჩემი საყვარელი ფილმების სიას.
ისეთი ფილმია, “საყვარელი” ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ მართლა მიყვარს ესეთები.

დღეს ვნახე ინფორმაცია ნოემბერში Renault F1 Team-ის თბილისში ჩამოსვლის შესახებ და ეგრევე ავარდა გულისცემა :s 15-წლიანი ოცნებაა F1-ის ბოლიდის ლაივში ნახვა.
4 დღის წინ ბუქარესტში იყვნენ ჩასულები ბოლო შოუზე – ეტყობა თქვეს ბარემ გურჯებთანაც შევიაროთო ![]()
ყველაზე მოფინტავე ცენტრალური მცველი :D :love:







RSS - Posts